2018 წლის 3 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში პირველად, გაიმართა ცერემონია – კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო – 2018.

ღონისძიებას, კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლების გარდა, საქაართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებულ კომპანია, შემდეგ კატეგორიებში:

ნომინაცია: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი

გამარჯვებული: ფოთის პორტი

ნომინაცია: გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი

გამარჯვებული: ნატახტარი

ნომინაცია: წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

გამარჯვებული: m2

ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა სტარტი 2017 წლის ოქტომბერში აიღო და მასში 16-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსი რეგულარულ სახეს მიიღებს და მომავალ წლებშიც ჩატარდება.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.

ჟიური 2018

ერიკა კვაპილოვა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში (UN Women)

ჯორჯ ველტონი
ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი (Amcham)

თამარ ქაროსანიძე
აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ხელმძღვანელი

ივონ გოგოლი
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანი უფლებების პროექტის კოორდინატორი

ნატალია ჯალიაშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდნივნოს ხელმძღვანელი

რუსუდან ტუშური
გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – “ადამიანის უფლებები ყველასათვის” ხელმძღვანელი

მარსელ ენგელი
გლობალური შეთანხმების გერმანიის ქსელის დირექტორი

კამილ ვისზკოვსკი
გლობალური შეთანხმების პოლონეთის ქსელის დირექტორი

სოფიკო ახობაძე
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ანა ცინცაძე
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კომუნიკაციების მენეჯერი

ეკა ლომთათიძე
თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, საკონსტიტუციო სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი