Skip to content
FacebookTwitterInstagramLinkedInYouTube
corporateaward.ge Logo
  • მთავარი
  • ჯილდო 2020
    • მონაწილეობის პირობები
    • კატეგორიები
    • შეფასების კრიტერიუმები
    • მედიაკონკურსის შეფასების კრიტერიუმები
    • ჟიურის წევრები
    • სააპლიკაციო ფორმა
  • კონკურსის შესახებ
    • კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო
    • პარტნიორები
    • ჯილდო 2018
    • ჯილდო 2019
    • ჯილდო 2020
    • პუბლიკაციები
  • SDG PIONEER
    • მონაწილეობის პირობები
    • შეფასების კრიტერიუმები
    • ჟიურის წევრები
    • სააპლიკაციო ფორმა
  • გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    • ჩვენ შესახებ
    • გაწევრიანდით
    • გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი
    • მდგრადი განვითარების მიზნები
    • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ENGLISH

კატეგორიები

კატეგორიებიaward2020-04-11T20:08:55+04:00

ვებგვერდი შექმნილია შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2020 ყველა უფლება დაცულია | დამზადებულია სოლოსტუდიოში
FacebookTwitterInstagramLinkedInYouTube

SDG 1 – სიღარიბის აღმოფხვრა

ბიზნესი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას და პროდუქტებზე და სერვისებზე მისაწვდომობას.

  • სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროექტები/პროგრამები.
  • დაბალშემოსავლიანი/სოციალურად დაუცველი პირებისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები ან სერვისები.
  • სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის სიღარიბის დაძლევაში დახმარება სპეციალური პროექტებით (მაგ. დასაქმების ხელშეწყობა, გადამზადება, შესყიდვების წარმოება მათგან და ა.შ.).
  • ბიზნესის წარმოება ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში.
  • სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობით ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა.
  • მეწარმეობის ხელშემწყობი საგანმანათლებლო აქტივობების / პროექტების განხორციელება.

SDG 4 – ხარისხიანი განათლება

ბიზნესი უზრუნველყოფს კომპანიის შიგნით და საზოგადოებაში ხარისხიან განათლებაზე მისაწვდომობას.

  • საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
  • დასაქმებულთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.
  • ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა.
  • მომხმარებელთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა.
  • ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ბიზნესი ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, პროდუქტიულ დასაქმებას და ღირსეულ სამუშაოს ყველასთვის.

  • ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ყველა დასაქმებულისთვის.
  • თანაბარი ანაზღაურება.
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
  • ახალგაზრდა მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა.
  • მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.
  • მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება.

სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.

SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრაქტრუქტურა

მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

  • ინვესტიციებით რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.
  • მდგრადი, ენერგოეფექტური და მისაწვდომი (მაგ: განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანებისთვის) ინფრასტრუქტურის შექმნა.
  • ბიზნესში, ბაზარზე ან საზოგადოებაში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა.
  • პარტნიორებისა და კლიენტების ინოვაციური, მდგრადი და პასუხისმგებლიანი მიდგომების განვითარების მხარდაჭერა.
  • ინვესტიციის ჩადება კვლევითი და განვითარების ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნაში.
  • მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური და საკრედიტო სერვისების შექმნა/ შეთავაზება მათი ბიზნესის განსავითარებლად.
  • ფინანსური სექტორის მიერ მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების პროგრამების განხორციელება.
  • ინტერნეტთან და ახალ ტექნოლოგიებთან თანაბარი მისაწვდომობის ხელშეწყობა.

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

ბიზნესი უზრუნველყოფს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას პროდუქტების / სერვისების წარმოებისა და მოხმარების პროცესში.

  • კომპანიას პოლიტიკის დონეზე გაწერილი აქვს და უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურების მდგრად მოხმარებასა და ნარჩენების მართვას.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემცირება წარმოების პროცესში.
  • ნარჩენების შემცირებაზე, გადამუშავებაზე, აღდგენასა და გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება.
  • ნარჩენების შემცირებაზე მიმართული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის შექმნის/ განვითარების მხარდაჭერა.
  • მდგრადი ტურიზმის განვითარება რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივად სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი კულტურის წარმოჩენას და ადგილობრივი პროდუქტების გასაღებას ბაზარზე.
  • მავნე ქიმიური ელემენტების შემცირება წარმოების პროცესში.

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

ბიზნესი ხელს უწყობს მდგრად განვითარებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით.

თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან - მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ დაწესებულებებთან, მედიასთან და სხვა ჯგუფებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

      *კატეგორიაში - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის- ჯილდოს მიიღებს, როგორც კომპანია, ისე არამეწარმე პარტნიორი.

SDG პიონერი

ყოველ წელს, გაეროს გლობალური შეთანხმება გამოავლენს SDG პიონერს.

SDG პიონერი 2020 პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ გლობალური შეთანხმების ქსელის წევრ კომპანიაში და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, გლობალური მიზნების ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრაციით. პრიორიტეტი მიენიჭებათ 35 წლამდე ახალგაზრდებს. ეროვნული რაუნდის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლობალურ კონკურსში.

მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში

მედია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის თემის პოპულარიზაციას და ბიზნესის მხრიდან განხორციელებული პასუხისმგებლიანი აქტივობების გაშუქებას.