კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2024

Გაეროს  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთისა და USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის  ჯილდოს კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2024ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. 

კონკურსის წესები და პირობები:

→ საკონკურსო პროექტის/ინიციატივის ავტორი უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი (მცირე, საშუალო ან მსხვილი საწარმო), რომელიც საქმიანობს საქართველოში; 

→ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს ჯილდოს ნომინაციებს; 

→ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა იყოს დაწყებული, მიმდინარეობდეს ან სრულდებოდეს 2023 2024 წლებში; 

→ კომპანიას შეუძლია შემოიტანოს რამდენიმე აპლიკაცია, სხვადასხვა ნომინაციაში.  

ნომინაციები:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება;  

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;  

SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები; 

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება;  

SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები; 

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის. 

შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება ორ კატეგორიაში: მსხვილი  ბიზნესი და მცირე და საშუალო ბიზნესი 

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 

პირველი ეტაპი: 11 აპრილი – 31 მაისი 

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა მოკლე სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდზე www.corporateaward.ge უნდა შეავსონ. 

მეორე ეტაპი: 3 ივნისი – 26 ივლისი 

მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი დაუკავშირდება ინდივიდუალურად და მათ შესაძლებლობა ექნებათ კონკურსისთვის წარადგინონ პროექტის / ინიციატივის სრული განაცხადი 

! მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები აპლიკაციას ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ.

საკონკურსო პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:

მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;  

წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;  

წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული მდგრადობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. 

საკონტაქტო პირები:

რატი ზაუტაშვილი, ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი – 595 011 515, rati@unglobalcompact.ge 

მაია გიორგაძეპარტნიორობისა და კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი, 599880404, maya@unglobalcompact.ge 

სალომე გასვიანი, ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების განვითარების მენეჯერი, 558247055, salomeg@unglobalcompact.ge  

ლიზი ლეჟავა, ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების განვითარების მენეჯერი, 595981000, lizi@unglobalcompact.ge