ჯუბა მარუაშვილი არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, სადაც საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მიმართულებას. მას აქვს დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში, ასევე პროექტების მართვაში. ჯუბა მარუაშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III და ENPARD IV პროგრამების განხორციელებაში.
მისი სამუშაო ფოკუსირებულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, ასევე სასურსათო სისტემების სფეროში პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე, ფერმერებისთვის ინოვაციური მიდგომების გამოყენების ხელშეწყობაზე, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შემოწირულობის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაზე და მწარმოებელთა ორგანიზაციების შექმნის მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სხვადასხვა დროს, ჯუბას საკვანძო პოზიციები ეკავა ქეა ინთერნეიშენალში, სადაც მან მიიღო ფართო გამოცდილება ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მიდგომების განვითარებასა და მმართველობის კოორდინაციის სფეროში. მისი სამუშაო, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებთან, მოიცავს პოლიტიკის ფართო სპექტრს, მათ შორის სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, სურსათის უვნებლობას, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას, კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობას, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციას, აკვაკულტურას, საჯარო-კერძო დიალოგს, გრანტების მართვას, ნდობის აღდგენას, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას, მონიტორინგსა და შეფასებას, ბიზნესის განვითარებასა და კონსალტინგს.
ჯუბა მარუაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.
დოქტორი ნინო მოროშკინა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოში მუშაობის 28 წელზე მეტი გამოცდილებით. იგი მსოფლიო ბანკს 2008 წელს შეუერთდა. გარდა ადგილობრივად მუშაობის ფართო ექსპერტიზისა, ის ჩართული იყო მსოფლიო ბანკის მიერ სომხეთში, აზერბაიჯანში, კოსოვოში, ალბანეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და რუმინეთში განხორციელებულ პროექტებში. მსოფლიო ბანკამდე ნინო მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ და გადაწყვეტილების მიმღებ მაღალი დონის პირთა მრჩევლად. ნინო განათლებით ექიმია.
გიორგი ჭეხანი არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მდგრადი განვითარების სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე. მას მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Chamberlain Fellow), ოქსფორდის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი (Chevening Scholar) და მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალსა და მდგრად განვითარებაში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გიორგი ხელმძღვანელობდა სამართლებრივი და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ არაერთ რეფორმას, რომლებიც მიზნად ისახავდა იურიდიული პროფესიის გაძლიერებასა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ამჟამად ის ხელმძღვანელობს საქართველოს პრო ბონო ცენტრს და იკავებს ხელმძღვანელ პოზიციებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციასა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციაში. გიორგი ასევე იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მმართველი საბჭოს წევრი.
ისლანდიაში მოღვაწე ადამ როი გორდონი კორპორაციული მდგრადობის წამყვანი ექსპერტი და საკონსულტაციო ფირმის, GlacialEdge Advisory-ის აღმასრულებელი დირექტორია, სადაც ის ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს საერთაშორისო მდგრადობის სტრატეგიის, რეგულაციებისა და რისკების საკითხებში კონსულტაციებს უწევს. ადამი იყო გაეროს გლობალური შეთანხმების აშშ-ის ქსელის დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორი, სადაც მან ორგანიზაციისგან წარმატებით ჩამოაყალიბა, ამერიკული ბიზნესების გლობალური მდგრადობის მიზნებთან თანხვედრაში მოყვანის წარმმართველი ძალა.
წარსულში, ადამი მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა არასამთავრობო ორგანიზაცია CDP-სა და კომპანია Colgate-Palmolive-ში. ის აღიარებული აზრის ლიდერია, დასახელებულია ყოველწლიური ამერიკული დაჯილდოების პროგრამის „გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის ლიდერთა ასეულის“ ლაურეატად, და რეგულარულად წერს მდგრადობაზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე, თანამშრომლობს საერთაშორისო და ისლანდიურ გამოცემებთან, მათ შორის The Atlantic-თან. კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატის სკოლისა და ისლანდიური უნივერსიტეტების ლექტორის რანგში, ის განაგრძობს მდგრადი განვითარების ლიდერების მომავალი თაობის ჩამოყალიბებას. ადამი ასევე არის ისლანდიის უნივერსიტეტის მდგრადი დაფინანსების დოქტორანტი.
ჰანს გუტბროდი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. იგი წერს პოლიტიკაზე, ეთიკასა და მეხსიერებაზე, ასევე მუშაობს პოლიტიკის კვლევის კონსულტანტად. ჰანსი, კოლეგებთან ერთად, ხელმძღვანელობდა მაღალი გავლენის მქონე კამპანიას პოლიტიკის კვლევის ორგანიზაციების კვლევის დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ის წარსულში იყო კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) რეგიონული დირექტორი. ჰანსი 1999 წლიდან მუშაობს კავკასიის რეგიონში და აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლის დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. ის ასევე აქტიურია ბიზნესში.
მარია ინანენი ფინური კომპანია SOL-ის მდგრადი განვითარებისა და კომუნიკაციების დირექტორია, მდგრადი განვითარების სფეროში ფართო გამოცდილებით. წარსულში მარია მუშაობდა ფინეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ფინეთის ქსელის აღმასრულებელ დირექტორად და სხვა ორგანიზაციებში.
მარია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას ფინეთში და ხაზს უსვამს სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი ექსპერტული გამოცდილება მოიცავს მდგრად დაფინასებას, კვების ბიზნესის პასუხისმგებლობას და კორპორაციულ ხელმძღვანელობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. ის აქტიურად მონაწილეობს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ინიციატივების შესახებ დისკუსიებში.
ალექსანდრე რევია არის გამოცდილი მმართველი რომელსაც გააჩნია გლობალური გამოცდილება ეკონომიკური დაგეგმვისა და სტრატეგიული კონსულტაციების სფეროში. ის ამჟამად იკავებს უფროსი ხელმძღვანელის პოზიციას საუდის არაბეთის კომპანია Diriyah Company-ის სტრატეგიის ოფისში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქის განვითარების კომპანიას წარმოადგენს. ამ როლში, სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, ის ზედამხედველობს ქალაქის განვითარების სტრატეგიებს, მდგრადობისა და ESG პოლიტიკას, ცხოვრების ხარისხის პროგრამებსა და ეკონომიკური ზემოქმედების შეფასებებს.
კარიერის დასაწყისში იგი მუშაობდა NEOM-ის პროექტში და მსოფლიო ბანკის ჯგუფში და ეკავა მაღალი დონის სახელმწიფო თანამდებობა საქართველოში. ის ასევე კონსულტაციებს უწევდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების საკითხებში. ალექსანდრეს ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
მარიამ ბანძელაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა 2024 წლის მარტში. მისი საქმიანობა 12 წელზე მეტია უკავშირდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს, სადაც ის 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა გენდერული თანასწორობის მიმართულებას და დიალოგს ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს, მთავრობასა და პარტნიორებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქმიანობაში ჩართვამდე, მარიამს, როგორც საერთაშორისო სამართლის იურისტს, 15 წლის განმავლობაში, ეჭირა მენეჯერული პოზიციები კერძო და განვითარების სფეროებში. იგი ფლობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
მარიამს ჰყავს 14 წლის ვაჟი.
ქეით დუნდასი გაეროს გლობალური შეთანხმების ავსტრალიის ქსელის აღმასრულებელი დირექტორის რანგში, ქეით დუნდასი მხარს უჭერს ქსელების ძალისხმევას ცვლილებების განსახორციელებლად. მეწარმეობის, ურბანული განვითარებისა და მდგრადობის სფეროში 20-წლიანი გამოცდილებით, მან ხელი შეუწყო ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესის შექმნას, უხელმძღვანელა მასშტაბურ ცვლილებებს და უზრუნველყო ბიზნესის ძლიერი ზრდა.
გამგეობებსა და საკონსულტაციო ჯგუფებში 15 წელზე მეტი გამოცდილებით, ის აერთიანებს მმართველობით ექსპერტიზას ღირებულებებზე ორიენტირებული მიდგომით, რითაც ორგანიზაციებს მიზანზე ორიენტირებული ცვლილებების გადალახვაში ეხმარება.
ის თავის სამუშაოს, პროექტებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას ოპტიმიზმითა და ცნობისმოყვარეობით უდგება, რასაც ადამიანების, საზოგადოებისა და პლანეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებს.
ქეითმა ლიდერობა და მდგრადი განვითარება ჰარვარდის უნივერსიტეტში შეისწავლა, ის ასევე ლონდონის ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრია.
პროფესორი დარიუშ პრასეკი - მდგრადობის საკონსულტაციო სერვისების (SAS) დირექტორი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მდგრადი განვითარების ექსპერტთა ასოციაციის (ASDE) მრჩეველთა საბჭოს წევრი უკრაინაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის Circular Gaia Symposium-ის წევრი და ინტერამერიკული განვითარების ბანკის ინვესტი (IDB Invest) მრჩეველთა პანელის წევრია.
პროფესორი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს მდგრადი დაფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ, დაახლოებით 4000-მდე საინვესტიციო პროექტს. ბოლო დრომდე მას ეკავა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. იგი პასუხისმგებელი იყო გარემოსდაცვითი და სოციალური აუდიტის კოორდინირებაზე და ბანკის სხვადასხვა საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგზე. დოქტორმა პრასეკმა საკვანძო როლი ითამაშა EBRD-ის „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ცირკულარული ეკონომიკის მოთხოვნების დანერგვასაც ითვალისწინებდა. ბანკში მუშაობის დაწყებამდე იგი იყო გარემოს დაცვასა და განვითარებაზე გაეროს კონფერენციის (დედამიწის სამიტი) მრჩეველი. დოქტორი პრასეკი ფლობს ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს საინჟინრო ეკოლოგიაში და 1987-1991 წლებში, მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორად. დოქტორ პრასეკს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, რომელიც ეხება მყარი ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოსდაცვითი მართვის და პროექტის დაფინანსების გარემოსდაცვით ასპექტებს და არის არაერთი პროფესიული ორგანიზაციის წევრი. დოქტორი პრასეკი არის გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს და ინტერამერიკული განვითარების ბანკის ინვესტი (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი.
ენ ტოფტ სორენსენი გახლავთ დანიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში 2022 წლის სექტემბრიდან. იგი არის გამოცდილი დიპლომატი, რომელიც წინა წლებში მუშაობდა ბალკანეთში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, ბელგიასა და კანადაში.
მისი ექსპერტიზის ძირითად სფეროებს წარმოადგენს უკრაინა, რუსეთი, კავკასია, ევროკავშირის პოლიტიკა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა და კრიზისების მართვა.
ენს აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კვლევებში და ბაკალავრის ხარისხი ანთროპოლოგიასა და პოლიტიკურ თეორიაში ორჰუსის უნივერსიტეტიდან, დანია.
ელიზაბეთ დოუვი გაეროს გლობალური შეთანხმების კანადის ქსელის აღმასრულებელი დირექტორია. ელიზაბეთის სპეციალობაა სოციალური ზემოქმედებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიების შექმნა, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამთავრობო სექტორები.
მისმა ტრანსფორმაციულმა ლიდერობამ, როგორც კონსულტანტის, ასევე მენეჯერის როლში, ხელი შეუწყო საზოგადოების წინსვლას ბევრი მიმართულებით: მეტმა ბავშვმა იპოვა მოსიყვარულე მინდობით აღზრდის ოჯახი, დაინტერესებული პირები და მთავრობა უფრო ადვილად ახერხებენ დიალოგს უცხოურ დახმარებაზე, ბანკებმა დანერგეს ახალი გზები მკვიდრი თემების მხარდასაჭერად, არამომგებიანი ორგანიზაციები ინოვაციური გზებით თანამშრომლობენ ბიზნესთან, ბიზნესები ხელს უწყობენ ინკლუზიურობას და კუთვნილების გრძნობას საზოგადოების ჩართულობის გზით და უბრალო მოქალაქეებმა აღმოაჩინეს თავიანთი სუპერძალები, როგორც ცვლილებების შემოქმედებმა.
გამოირჩევა რა ერთობლივი ძალისხმევისკენ სწრაფვით, ელიზაბეთი ორიენტირებულია ისეთ პროექტებზე, რომელიც აერთიანებს სექტორებს, რაც უზრუნველყოფს როგორც ორგანიზაციულ ღირებულებას, ასევე ფართო საზოგადოებრივ სარგებელს. წარსულში ის მუშაობდა “Results Canada”-ს (შედეგები კანადა) ჩართულობის დირექტორად, “Volunteer Canada”-ს (მოხალისეობა კანადა) კორპორატიული მოქალაქეობის დირექტორად და ჰამბერის კოლეჯის სოციალური ინოვაციების ცენტრის დირექტორად.
ელიზაბეთის აკადემიურ მიღწევებს შორისაა მაკგილის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სოციალურ გავლენაში, მაუნთ როიალის უნივერსიტეტის ESG ანგარიშგების სერტიფიკატი და გუელფის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო განვითარებაში. ელიზაბეთი ამაყობს იმით, რომ არის დაჯილდოებული დედოფლის ბრილიანტის საიუბილეო მედლით სოციალურ გავლენაში შეტანილი წვლილისთვის.
ანტონიო ჰაუთლე არის გაეროს გლობალური შეთანხმების შვეიცარიის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2001-2013 წლებში, ის გახლდათ შვეიცარული კათოლიკური განვითარების ორგანიზაცია „Fastenopfer“-ის დირექტორი, ხოლო 2013-2015 წლებში, ის ქალაქ ლუცერნის სოციალური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ის ფლობს ჟენევის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირების დარგში.
ბეატრის ალონსო არის მდგრადობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს მაღალი დონის პროფესიონალი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს ESG სტრატეგია, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ადამიანის უფლებები, მდგრადი დაფინანსება, ანგარიშგება და პროექტების მართვა.
ამჟამად ბეატრისი არის ესპანეთის სიდიდით მეორე ბანკის, BBVA-ის, მდგრადობის უფროსი მენეჯერი. მას უმუშავია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის საბანკო ფედერაცია (EBF), გაეროს გლობალური შეთანხმება (UNGC), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD), თუნის საბანკო ჯგუფი და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის საფინანსო ინიციატივის (UNEP FI)-ის სამართლიანი გადასვლის საკონსულტაციო კომიტეტი.
წარსულში ის მუშაობდა „CSR ევროპის“ აღმასრულებელ გუნდში, სადაც ხელმძღვანელობდა მომსახურებებს, აქვეყნებდა ანგარიშებს და ორგანიზებას უწევდა ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებს მდგრადი განვითარების მიზნებზე.
მას აქვს სამართალმცოდნეობის ხარისხი სარაგოსას უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი დეუსოს ბიზნეს სკოლის, აუდენსიას ბიზნეს სკოლის და ბრედფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამიდან. იგი ასევე იყო ევროკომისიის “ცისფერი წიგნის“ პროგრამის სტაჟორი და აქტიურად არის ჩართული სოციალური მეწარმეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.
გიორგი ზედგინიძეს აქვს კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის სფეროში ლიდერობის ორი ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება, დგას-რა დადებითი ცვლილებების სათავეში ეროვნული დონიდან გლობალურ არენაზე. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შემდეგ კი მინისტრმა, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყანაში მდგრადი განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და წინსვლაში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ის საქართველოს სახელით ხელმძღვანელობდა ყველა ორმხრივ ურთიერთობას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში და იყო ქვეყნის წამყვანი მომლაპარაკებელი ამ საკითხებზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში. დღეს ის მუშაობს კლიმატის მწვანე ფონდში ცოდნის მართვის ხელმძღვანელად, ორგანიზაციაში რამდენიმე წამყვანი თანამდებობის დაკავების შემდეგ. გიორგი ფლობს ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს.
ერიკ ანდერმო არის ეკონომისტი და განვითარების კოორდინაციის ოფიცერი საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისში, რომელსაც ის 2020 წელს შეუერთდა. როგორც მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი, ის ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გაეროს საქართველოს გუნდის ანალიტიკურ მუშაობას მდგრადი განვითარების საკითხებში. წარსულში ის მუშაობდა ანალიტიკოსად და მკვლევარად სხვადასხვა თანამდებობაზე აკადემიურ სფეროში, კერძო სექტორსა და შვედეთის მთავრობაში, სპეციალობით აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკაზე. 2010-იან წლებში, იგი იყო შვედეთში ქართული ღვინოების იმპორტის წამომწყები. ერიკი ფლობს სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს და სწავლობდა ფიზიკას შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტში.
გიორგი ნანობაშვილი არის საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. მას აქვს 16-წლიანი გამოცდილება ეკონომიკის დივერსიფიკაციის, სოფლის განვითარების, ენერგოეფექტურობის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაციფრულების, უნარების განვითარების, მუნიციპალური ტრანსფორმაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. გიორგი აქტიურად მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამის იმ ძალისხმევაში, რომელიც მიმართული იყო მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისკენ.
წარსულში ის მუშაობდა ბიზნეს კლიმატის რეფორმაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ადგილობრივი განვითარების საკითხებზე, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე.
გიორგის აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მას, ასევე, მიღებული აქვს განათლება საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.
ანა მარია კამელო ვეგა არის ეკონომიკისა და ფინანსების უფროსი მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი ინვესტიციების ცენტრში (CCSI), სადაც ის ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას საერთაშორისო კლიმატის დაფინანსების მიმართულებით, გამოკვეთილი აქცენტით განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებზე. მისი საქმიანობა მოიცავს ფინანსების, ეკონომიკისა და მდგრადობის გადაკვეთის წერტილს, განსაკუთრებული ყურადღებით შერეულ დაფინანსებაზე, გავლენის ინვესტირებასა და კაპიტალის მობილიზების სტრატეგიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ კლიმატთან შესაბამის განვითარებას.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი ინვესტიციების ცენტრში ანა მარია სათავეში ედგა კვლევით და საკონსულტაციო პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს შერეული დაფინანსების მასშტაბირებას ენერგეტიკული გარდაქმნის, მედეგობისა და მდგრადი ინფრასტრუქტურისთვის. იგი ხელმძღვანელობდა მრავალრეგიონულ ინიციატივებს ფინანსური გზების იდენტიფიცირების მიზნით აფრიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ასევე ევროპაში, მთავრობებთან, განვითარების ფინანსურ ინსტიტუტებთან, მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან და კერძო ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა შეემუშავებინა ისეთი სტრუქტურები, რომლებიც ამცირებენ საინვესტიციო რისკებს და თანხვედრაში მოყავთ დაინტერესებულ მხარეთა ინტერესები. მისი უახლესი ნაშრომი მოიცავს სისტემურ შეფასებას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა შერეული დაფინანსების მასშტაბირება პრაქტიკაში და რა სტრუქტურული რეფორმებია საჭირო გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და შედეგიანობის გასაუმჯობესებლად განვითარებად ბაზრებზე.
ანა მარიას ექსპერტიზა მოიცავს როგორც თვისობრივ, ისე რაოდენობრივ მეთოდებს, განსაკუთრებული ყურადღებით კაპიტალის ღირებულებაზე, ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ბარიერებზე, აგრეთვე ისეთი კატალიზური ინსტრუმენტების შემუშავებაზე, როგორიცაა კონცესიური ტრანშები, გარანტიები და შემოსავლებით უზრუნველყოფილი სტრუქტურები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან კერძო ინვესტიციების ფართო მასშტაბით მოზიდვას.
წარსულში ის მუშაობდა აქტივების მართვის კომპანია “Finance in Motion”-ში, სადაც მართავდა ტექნიკური დახმარების პროექტებს „LAGreen“-ის მწვანე ობლიგაციების ფონდის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო მდგრადი ფინანსების ბაზრების გაძლიერება ლათინურ ამერიკაში. მისი საქმიანობა ხელს უწყობდა მწვანე, სოციალური და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვებას ათ ქვეყანაში, რაც დაეხმარა შერბილების ხელშესახები შედეგების მიღწევას და გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებას. იგი ასევე მუშაობდა ეკონომიკურ მრჩევლად კოლუმბიის გარემოს დაცვისა და საბინაო სამინისტროებში, სადაც მონაწილეობდა ეროვნული მწვანე ტაქსონომიის ჩარჩოების, ურბანული ფინანსების სტრატეგიებისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისი პოლიტიკის ფორმირებაში.
ანა მარია ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ვაგნერის სამაგისტრო სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს და წმინდა სქოლასტიკის კოლეჯის ბაკალავრის ორმაგ ხარისხს გამოყენებით ეკონომიკასა და გლობალურ სწავლებაში.
თამარ როდონაიას აქვს დიდხნიანი გამოცდილება კორპორაციული კომუნიკაციების და კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით.
ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა გლობალური საკომუნიკაციო ჯგუფ „თელიას“ წევრ კომპანიაში - „ჯეოსელი“, სადაც უძღვებოდა კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებას.
2018 წლიდან დღემდე, თამარი მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი და პროფესიულ მხარდაჭერას უწევს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებს კორპორაციული კომუნიკაციების, სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების თემებზე.
მისი სამუშაო მიმართულებები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
თამარი ფლობს აკადემიურ ხარისხს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სფროებში, ამჟამად კი მუშაობს სადოქტორო კვლევაზე კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მიმართულებით.
მას ასევე აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) იგი უძღვება კორპორაციული კომუნიკაციების სალექციო კურსს სამაგისტრო პროგრამაზე.
თამარი არის საკომუნიკაციო სააგენტო „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მისიაა კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაძლიერება კერძო სექტორში და კომპანიების აქტიური ჩართვა მდგრადი განვითარების პროცესებში.
ანა ჭიჭინაძე არის საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის კომუნიკაციების ოფიცერი. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მის მოვალეობას წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის განვითარების ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია და ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმავალ გზაზე დიალოგის ხელშეწყობა.
ანას აქვს ნიდერლანდების ვებსტერის უნივერსიტეტის კომუნიკაციების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედიის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი. მას აქვს სამაუწყებლო მედიასა და კინოინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ხუან სარატიეგი ბიურუნი არის გამოცდილი ევროპელი დიპლომატი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება პოლიტიკურ საკითხებში, უსაფრთხოებაში, ადამიანის უფლებებსა და განვითარების თანამშრომლობაში. ის ამჟამად მუშაობს ოფიცრად პოლიტიკურ საკითხებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში და ევროკომისიაში კარიერის განმავლობაში, იგი მუშაობდა ლათინურ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ბალკანეთში მაღალ თანამდებობებზე პოლიტიკური ანგარიშების მომზადების, პროექტების მართვის, და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის მიმართულებით.
თავისი კარიერის განმავლობაში, ხუანი წარმოადგენდა ევროკავშირს მგრძნობიარე თემებზე მოლაპარაკებებში, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიეტნამში და უსაფრთხოების დიალოგებში ჰონდურასსა და ლიბიაში. ესპანურის, ინგლისურის და ფრანგულის სრულყოფილად და სხვა ენების პრაქტიკულად ცოდნასთან ერთად, ხუანი აერთიანებს დიპლომატიურ გამჭრიახობას ადამიანის უფლებების, ინსტიტუციურ რეფორმების და ეფექტურ საერთაშორისო თანამშრომლობასადმი ღრმა ერთგულებასთან.