2019 წლის 2 მაისს, გაიმართა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება.
კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჯილდოს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოში. ჯილდო მიზნად ისახავს, ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდა და დაჯილდოვდა SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას.
ნომინაცია: ხარისხიანი განათლება
გამარჯვებული: საქართველოს ბანკი
ნომინაცია: გენდერული თანასწორობა
გამარჯვებული: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი”
ნომინაცია: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
გამარჯვებული: GPI ჰოლდინგი
ნომინაცია: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
გამარჯვებული: ფოთის პორტი
ნომინაცია: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
გამარჯვებულები: ნატახტარი, ჩვენი სახლი საქართველო
ნომინაცია: SDG პიონერი
გამარჯვებული: მაია ქობალია, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი”
ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას მისცემს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
დამატებითი ინფორმაცია
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონია, პირველად 2018 წელს გაიმართა. წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში სამი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა და დააჯილდოვა. ესენი იყო: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“, გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – კომპანია ‘ნატახტარი“ და წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – კომპანია m2.
ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
ჟიური 2019
ნინო ზამბახიძე
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე
კატეგორია: გენდერული თანასწორობა
ნინო კობახიძე
კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი და გენერალური დირექტორი
კატეგორია: გენდერული თანასწორობა
მარიამ ზაბახიძე
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი, ფონდების მოძიებისა და პარტნიორობის მენეჯერი
კატეგორია: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
მზია გიორგობიანი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
კატეგორია: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
ლუკაშ კოლანო
გლობალური შეთანხმების პოლონეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
კატეგორია: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
ირაკლი ლექვინაძე
ბიზნესომბუდსმენი
კატეგორია: ხარისხიანი განათლება
ჰალილ გიუვენი
სან-დიეგოს უნივერსიტეტის რექტორი
კატეგორია: ხარისხიანი განათლება
სტივ კენზი
გაეროს გლობალური შეთანხმების გაერთიანებული სამეფოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
კატეგორია: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
რაისა ლიპარტელიანი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
კატეგორია: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
ნატალია ჯალიაშვილი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი
კატეგორია: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
მარიამ ზაბახიძე
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი, ფონდების მოძიებისა და პარტნიორობის მენეჯერი
კატეგორია: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის
სტივ კენზი
გაეროს გლობალური შეთანხმების გაერთიანებული სამეფოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
კატეგორია: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის
ჯორჯ ველტონი
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში აღმასრულებელი დირექტორი
კატეგორია: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის
ეკა ლალიაშვილი
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე