ბიზნესი უზრუნველყოფს  ყველასთვის ხელმისაწვდომ, საიმედო, მდგრად და თანამედროვე ენერგიაზე წვდომას 

  • განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიცია, როგორიცაა მზის, ქარის, ჰიდრო და გეოთერმული ენერგია, რათა შემცირდეს მათი ნახშირბადის ემისია და ხელი შეუწყოს გლობალურად  მდგრადი ენერგეტიკული სისტემებისკენ გადასვლას 
  • ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური განათებისა და აღჭურვილობის გამოყენება, წარმოების პროცესების ოპტიმიზაცია და ენერგიის ნარჩენების შემცირება ენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შესამცირებლად; 
  • ენერგეტიკული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული ხელმისაწვდომობის ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომ და საიმედო ენერგიას საზოგადოებისთვის, რომელსაც არ აქვს წვდომა თანამედროვე ენერგეტიკულ სერვისებზე; 
  • მდგრადი ბიზნეს მოდელების შემუშავება, რომელიც აერთიანებს განახლებად ენერგიას, ენერგოეფექტურობას და ენერგიის ხელმისაწვდომობას მათ ძირითად ოპერაციებში; 
  • ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებით, ყველა თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების წვდომა ენერგიის სანდო და ხელსაყრელ წყაროზე, რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ენერგეტიკული სერვისები; 
  • ტრანსპორტის შიდა მოთხოვნის შემცირება ტელეკომუნიკაციების პრიორიტეტების მინიჭებით და ნაკლებად ენერგო ინტენსიური რეჟიმების წახალისებით, როგორიცაა მატარებლით მგზავრობა ავტო და საჰაერო მგზავრობა; 
  • მდგრადი ენერგეტიკის სერვისებთან დაკავშირებულ კვლევასა და განვითარებაში ინვესტიცია, ახალი ტექნოლოგიების ბაზარზე სწრაფად შემოტანა; 
  • განახლებადი ენერგიის ინტეგრირება თანამშრომელთა შეღავათების პაკეტებში, კაპიტალური ხარჯების სუბსიდირება, რომლებიც დაკავშირებულია მზის ან ელექტრო მანქანების ინვესტიციებთან. 

შენიშვნა:

თუ აღნიშნულ ნომინაციაში განაცხადი შემოაქვს განახლებადი ენერგიის  ელექტროსადგურს, ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • განახლებადი ენერგიის ელექტროსადგური, რომელიც  ბოლო 10 წლის განმავლობაში შევიდა ექსპლუატაციაში; 
  • განახლებადი ენერგიის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 500 კვტ.-.