კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო “ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2022”
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2022“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
კონკურსის წესები და პირობები:
→ საკონკურსო პროექტის/ინიციატივის ავტორი უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი (მცირე, საშუალო ან მსხვილი საწარმო), რომელიც საქმიანობს საქართველოში;
→ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს ჯილდოს ნომინაციებს;
→ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა იყოს დაწყებული, მიმდინარეობდეს ან სრულდებოდეს 2021- 2022 წლებში;
→ კომპანიას შეუძლია შემოიტანოს რამდენიმე აპლიკაცია, სხვადასხვა ნომინაციაში.
ნომინაციები:
SDG 4 – ხარისხიანი განათლება;
SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება;
SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები;
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის.
კონკურსის ეტაპები:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: 10 ივნისი – 11 ივლისი
მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა მოკლე განაცხადი ვებ-გვერდზე www.corporateaward.ge უნდა შეავსონ.
პირველი ეტაპის საინფორმაციო სესია
მეორე ეტაპი:
მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი დაუკავშირდება ინდივიდუალურად და მათ შესაძლებლობა ექნებათ კონკურსისთვის წარადგინონ პროექტის / ინიციატივის სრული განაცხადი.
! მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები აპლიკაციას ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ.
საკონკურსო პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020
გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:
→ მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;
→ წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
→ წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
საკონტაქტო პირები:
რატი ზაუტაშვილი, ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი – 595 011 515, rati@globalcompact.ge
სოფო ხუჭუა, ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი – 577 158 504, sopho@globalcompact.ge