გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით 2022 წელს გაიმართა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს რიგით მეხუთე კონკურსი – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“.
ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეირჩა. მიმდინარე წლის კონკურსში სულ 128 განაცხადი შემოვიდა, რომლებიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
SDG 4 – ხარისხიანი განათლება
საქართველოს ბანკი – პროექტი „იდეათეკა“მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა
SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
საქართველოს ბანკი – პროექტი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა
SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
ლიბერთი ბანკი – პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc“
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება
„პოლივიმი“ – პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო
SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები
თიბისი ბანკი – პროექტი „მხარდაჭერა უკრაინას“
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის
„ქვერთი“ და „სუპერგმირი“ – პროექტი „სუპერგმირი“.
გამარჯვებულები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა, იაპონიის ელჩმა, აკირა იმამურამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ოლექსანდრ შულჰამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ დააჯილდოეს.
ცერემონიაზე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო აჭარა ჯგუფის სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო კვერნაძეს გადაეცა.
მესამედ დაჯილდოვდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად მასალები მოამზადეს. კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო მარიამ ვაჩნაძეს (ბიზნესპარტნიორი), ხოლო საუკეთესო ციფრული სტატიისთვის -ალექსანდრე გვინდაძეს (რადიო თავისუფლება) გადაეცა.
ღონისძიებას მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა