გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის, USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით 2023 წელს გაიმართა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს რიგით მეექვსე კონკურსი – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“.
ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეირჩა. მიმდინარე წლის კონკურსში სულ 141 განაცხადი შემოვიდა, რომლებიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
SDG4 – ხარისხიანი განათლება
მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თიბისი ბანკი (ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აკადემია)
მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – მიკრო ბიზნეს კაპიტალი ( ფინანსური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში)
SDG7 – ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
მსხვილი ბიზნესის კატეგორია – პროკრედიტ ბანკი, საქართველო (ელექტრომობილების ავტოპარკის და დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი
მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები (მესტიაჭალა ჰესი)
SDG8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თეგეტა ჰოლდინგი (თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის)
მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – სასტუმრო ბილტმორ თბილისი (სამუშაო ძალის გაძლიერება,ზრდის ხელშეწყობა)
SDG10 – შემცირებული უთანასწორობა
მსხვილი ბიზნესის კატეგორია – ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი (ქალთა გაძლიერება უთანასწორობის შესამცირებლად)
მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – EY Georgia (Opportunity 4All)
SDG12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება
მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თეგეტა ჰოლდინგი (თეგეტა გარემოსთვის)
მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – უდაბნო ჯგუფი (უდაბნოს“ რეგენერაციული მეურნეობა)
SDG17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თიბისი ბანკი და პარტნიორები (თიბისი – ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის)
მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – Veli.Store და „სუპერგმირი“ („ველი და სუპერგმირი“)
გამარჯვებულები დააჯილდოეს
ჯონ პენელმა – USAID-ის მისიის დირექტორმა,
ერიკ ილესმა – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა და შვედეთის ელჩის მოადგილემ,
რინა კალიურანდმა – ესტონეთის ელჩმა საქართველოში,
ანდრიუს კალინდრამ – ლიეტუვის ელჩმა საქართველოში,
ალკის დრაკინოსმა – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში,
ლესლი ლაჰმმა – აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში,
მელინე არაკელიანმა – ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში,
სტეფან სირბუმ – საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ,
ანდერს ტრელბორგმა – დანიის საელჩოს საქართველოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ,
თამარ ალადაშვილმა – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა,
ოლე ლუნდ ჰანსენმა – გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი,
მარსელ ენგელმა – გაეროს გლობალური შეთანხმების გერმანიის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა,
სტივ კენზიმ – გაეროს გლობალური შეთანხმების დიდი ბრიტანეთის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა და
კრისტინა სანჩესმა – გაეროს გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცერემონიაზე, ჯილდო გადაცათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერებსაც. 2023 წელს, პირველად, გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ – მცირე და საშუალო კომპანიებიდან და მსხვილი ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანიებიდან.
ცერემონიაზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო, მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნათიკა ბერძულს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში – მიკრო ბიზნეს კაპიტალის (ემბისი) ოპერაციების დირექტორს, ეთერ ჩაჩიბაიას გადაეცათ.
კორპორაციული მდგრადობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, შალვა სუმბაძეს, ხოლო საუკეთესო ონლაინ სტატიისთვის – „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტს, ნუკა სტეფნაძეს გადაეცა.
ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისისა და ევროპის ადგილობრივი ქსელების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა