თითოეული პროექტი შეფასდება შემდეგი ოთხი კომპონენტის მიხედვით:
1.პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან (5%)
2. პროექტის შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან/ მიზნებთან (10%)
3. პროექტის იმპლემენტაცია (55%):
3.1. მართვის პროცესი (35%)
3.2. აქტივობები (10%)
3.3. რესურსები (5%)
3.4. გამჭვირვალობა (5%)
4.შედეგი (30%)
4.1. სარგებელი საზოგადოებითვის (15%)
4.2. სარგებელი ბიზნესისთვის (15%)
1.პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან (5%) | |
---|---|
საერთაშორისო სტანდარტებში იგულისხმება, კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები, როგორიცაა, გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპები მულტინაციონალური საწარმოებისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი დეკლარაცია მულტინაციონალური საწარმოებისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპების შესახებ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო სოციალურ პასუხისმგებლობაზე (ISO 26 000), პრინციპები ბიზნესისა და ბავშვთა უფლებების შესახებ და სხვა. |
2. პროექტის შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან/ მიზნებთან (10%) | |
---|---|
(2) კომპონენტის მიზანია, დაადგინოს კავშირი, პროექტის შინაარსსა და კომპანიის სტრატეგიას/პოლიტიკას/ მიზნებს შორის და შეაფასოს ამ კავშირის ხარისხი. |
3 იმპლემენტაცია: კომპონენტი აფასებს პროექტის მიმდინარეობის მთელ ციკლს, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (55%): |
---|
(3.1.) მართვის პროცესი (35%): კრიტერიუმის მიზანია დაადგინოს, რამდენად ეფექტურადაა პროექტი განხორციელებული და მართული. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა:
|
(3.2.) აქტივობები (10%): კრიტერიუმის მიზანი, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პროექტის მიზანსა და ამოცანებს და მიღწეულია თუ არა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორები, აქტივობების შედეგად შესრულდა თუ არა მოკლევადიანი/მყისიერი შედეგები. |
(3.3) რესურსები (5%): კრიტერიუმის მიზანია, დაადგინოს, პროექტის განხორციელების პროცესში იყო თუ არა გამოყენებული სათანადო რესურსები, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა, რამდენად შეესაბამება გამოყენებული რესურსები პროექტის მასშტაბსა და დასახულ მიზნებს და როგორია პროექტისთვის გამოყოფილი რესურსების (ფინანსური, ადამიანური, დრო, ნატურით შენატანი (ე.წ. in-kind)) ღირებულება. |
(3.4) გამჭვირვალობა (5%): კრიტერიუმის მიზანია, დაადგინოს, ხორციელდება თუ არა ანგარიშგება, რამდენად ეფეტურია კომუნიკაცია და დიალოგი პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. გასათვალისწინებელ ფაქტორთა შორისაა:
|
4 შედეგი: კომპონენტის მიზანია, დაადგინოს პროექტის გავლენა საზოგადეობასა და ბიზნესზე. (30%) |
---|
(4.1) სარგებელი საზოგადოებისთვის (15%): კომპონენტის მიზანია შეაფასოს რამდენად მიაღწია პროექტმა დასახულ მიზანს, საზოგადოებაზე (იგულისხმება როგორც პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები, ასევე ფართო საზოგადოება და პარტნიორები, რომლებთანაც მუშაობს კომპანია) გავლენის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა:
|
(4.2) სარგებელი ბიზნესისთვის (15%): პასუხისმგებლიან ბიზნეს პრაქტიკამ პირველ რიგში, სარგებელი უნდა მოუტანოს კომპანიას. კრიტერიუმის მიზანია ამ სარგებლის შეფასება. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა:
|