პრინციპი 1: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
პრინციპი 2: ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.
პრინციპი 3: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება კოლექტიური მოლაპრაკებების შესახებ.
პრინციპი 4: უნდა აღკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა.
პრინციპი 5: უნდა ეფექტურად აღკვეთოს ბავშვთა შრომა.
პრინციპი 6: უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშორმლების მიმართ.
პრინციპი 7: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი.
პრინციპი 8: თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.
პრინციპი 9: უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება.
პრინციპი 10: ბიზნესმა უნდა იმუშავოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.