გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, 2024 წელს გაიმართა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს რიგით მეშვიდე კონკურსი – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“.
ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეირჩა. მიმდინარე წლის კონკურსში შემოვიდა 157 აპლიკაცია პირველ ეტაპზე და პირველადი გადარჩევის შედეგად მეორე ტურში 110 აპლიკაცია გადავიდა.
შემოსული განაცხადები განხილულ იქნა მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში. განაცხადები შეაფასა ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ.
გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
- SDG 4 – ხარისხიანი განათლება
- მსხვილი ბიზნესის კატეგორია: საქართველოს ბანკი (STEM სკოლა)
- მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: დიზაინის ინსტიტუტი (დიზაინის საფუძვლების 6-თვიანი პროგრამა)
- SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
- მსხვილი ბიზნესის კატეგორია: ეფეს საქართველო (ღირსეული სამუშაო გარემო)
- მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: ტრანსპორტერი (პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა)
- SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები
- მსხვილი ბიზნესის კატეგორია: თეგეტა ჰოლდინგი (თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტური კომპლექსი)
- მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: პოლივიმი (მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა)
- SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება
- მსხვილი ბიზნესის კატეგორია: ეფეს საქართველო (განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატი)
- მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: პოლივიმი (პოლივიმის ეკო-ცენტრული გადაწყვეტილებები)
- SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი და ინსტიტუტები
- ბახვი ჰესი გამჭვირვალობის ელჩები
- SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (პარტნიორული პროექტები)
- მსხვილი ბიზნესის კატეგორია: ელემენტ ჰოლდინგი/პარტნიორი – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (სამშენებლო სფეროს მომზადება ევროკოდებისთვის)
- მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: თიბისი ლიზინგი/პარტნიორი – მწვანე ზრის ფონდი (მწვანე ინიციატივა: საქართველოში მზის ფოტოვოლტური სისტემების დამკვიდრების ხელშეწყობა)
- SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (მდგრადი დაფინანსება)
- პროკრედიტ ბანკი საქართველო (მწვანე ინვესტიცების ხელშეწყობა)
ტრადიციულად, 2024 წელსაც გამოვლინდნენ კონკურსის – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გამარჯვებულები. კორპორაციული მდგრადობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო ჟურნალისტ თამარ პაატაშვილს, ხოლო საუკეთესო ონლაინ სტატიისთვის, ჟურნალისტ სოფო გოდუაძეს გადაეცა.
ცერემონიაზე, ჯილდო გადაეცათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის SDG პიონერებსაც. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერს, ქეთევან ჟვანიას, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში – „პოლივიმის“ უფროს კომერციულ ოფიცერს, შივა ფარიზადს. აღსანიშნავია, რომ შივა ფარიზადი, ასევე, არჩეულ იქნა გლობალურ SDG პიონერად.
ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა, შვედეთის დაფინანსებით, პროექტის “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა