მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში

 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

 

ონკურსის პირობები:  

  • ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2020 წლის 1 ნოემბრიდან –  2021 წლის  20 სექტემბრის ჩათვლით;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა;
  • აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen,  ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას);
  • კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა);
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
  • საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი;
  • ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@globalcompact.ge;
  • გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის.

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

თემასთან შესაბამისობა, საკითხის სწორად გააზრება და გადმოცემა

  • შერჩეული თემა კონკურსის პირობების რელევანტურია
  • კონკურსანტს სრულად აქვს გააზრებული და გადმოცემული საკითხი

 

საკითხის რელევანტურობა

  • ნამუშევარში გათვალისწინებულია მიმდინარე აქტუალური საკითხები საქართველოში
  • საკონკურსო მასალა ეხმაურება მსოფლიოს აქტუალურ თემებს

 

მასალების შეგროვება, ანალიზი და რესპონდენტები

  • შეგროვებული მასალა კარგად არის გაანალიზებული, დამუშავებული და არგუმენტირებული
  • რესპონდენტების მრავალფეროვნება და თემასთან შესაბამისობა

 

ავტორის მხრიდან თემის დაბალანსებული და ობიექტური ასახვა

  • ობიექტურადაა თემა/პრობლემატიკა წარმოჩენილი
  • თემის ირგვლივ შერჩეული რესპონდენტები დაბალანსებულადაა წარმოდგენილი

 

ტერმინოლოგია

  • კორპორაციული მდგრადობის თემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია სწორადაა გამოყენებული
  • ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტები/ობიექტები ეთიკურ ჭრილშია განხილული და წარმოჩენილია

 

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

 

  • საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;
  • საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.

 

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 2021 წლის ნოემბერში.

 

საკონტაქტო პირი:

ნინო კვანტრშივილი, მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი – 595 244 495, nino@globalcompact.ge

 

კონკურსი ტარდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოშიფარგლებში.