25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საუკეთესო SDG პიონერები გამოვლინდნენ – 35 წლამდე ასაკის ლიდერები,რომელებიც მუშაობენ ბიზნეს სექტორში და თავისი მუშაობით ხელს უწყობენ მათი კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.
წელს პირველად საქართველოდან კონკურსში მონაწილეობას იღებდა მაია ქობალია, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი”-ს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც SDG პიონერის კატეგორიაში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ CSR ჯილდოს კონკურსში გაიმარჯვა.
მაიას, როგორც ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულს, სპეციალური პრიზი გადაეცა.
ქართველი კონკურსანტს წარმატება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ პირადად მიულოცეს.