გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების პლატფორმის ადგილობრივ ქსელს.
 
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
 
2020 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობა მხარდაჭერილი იყო შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, ACCESS პროგრამის ფარგლებში. ასევე, 2020 წელს ახალ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან.