გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპი წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობის ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს, კომპანიის ზომის, ფორმისა და საქმიანობის სფეროს მიუხედავად.
სარგებელი ბიზნესისთვის – კორპორაციული და ორგანიზაციული წინსვლა, სხვა ფაქტორებს შორის, მოითხოვს სტაბილურ ეკონომიკას და ჯანსაღ, გამოცდილ და განათლებულ თანამშრომლებს. მდგრადობაზე ორიენტირებული კომპანიები სარგებლობენ ინვესტორების მხარდაჭერით და ბრენდისადმი გაზრდილი ნდობით.
სარგებელი საზოგადოებისთვის – ბიზნესს შეუძლია იყოს ცვლილების წამომწყები.კომპანიები ყოველთვის გვთავაზობენ ახალ იდეებსა და საშუალებებს საზოგადოების გამოწვევების საპასუხოდ.გაეროს გლობალურ შეთანხმებაში მონაწილე 9500-ზე მეტი ბიზნესს და 3000-მდე არაკომერციული პირს უკვე შეაქვს ამაში წვლილი.
გაწევრიანების უპირატესობები:
- წვდომა თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ზომის პარტნიორებთან, საუკეთესო გამოცდილების და პრობლემების გადაწყვეტის ახალი საშუალებების გაზიარების მიზნით;
- 15 წლის წარმატებაზე აგებული საუკეთესო გამოცდილების სახელმძღვანელო;
- საშუალებები, რესურსები და ტრენინგები;
- ლოკალური ქსელის მხარდაჭერა 70-ზე მეტ ქვეყანაში;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტი, ცოდნა და გამოცდილება